აწყობა და დაყენება 5 წუთში
მომსახურება ინსტრუმენტების გარეშე
კარტრიჯის გარეშე
უკუსარქველი გაზზე
აწყობა და დაყენება 5 წუთში
აწყობა და დაყენება 5 წუთში
ნაკადების გადართვის მემბრანული სისტემა — ეს არის შეუფერხებელი მუშაობის 3 წლიანი გარანტია.
ცვეთისა და მუდმივი შეცვლის გარეშე.
PEGAS Drive-ს თითოეული დეტალი
შექმნილია მოსახერხებელი
ინტუიციური მართვისთვის.
არ სრიალებს სველი ხელებით გამოყენებისას
ლუდის სისტემის მთავარი ელემენტებია - ლუდის ჩამოსხმის ონკანები. მათი ხარისხი გავლენას ახდენს ქაფიანი სასმელის ჩამოსხმის სიზუსტესა და სიჩქარეზე.
იმ ჭურჭლის ტიპის მიხედვით, რომლებშიც ხდება ლუდის ჩამოსხმა, ონკანები იყოფა 2 ჯუფად: კათხებში და ბოთლებში ჩამოსასხმელ ონკანებად.
იმისათვის, რომ სასმელის ჩამოსხმა კასრებიდან ბოთლებში მოხდეს ქაფის გარეშე, გამოიყენება ქაფჩამხშობი, ქაფის წარმოქმნის ხელისშემშლელი ონკანები. ბაზარზე ყველაზე პოპულარულია Pegas-ის ლუდის აღჭურვილობა, რომლის დახმარებითაც მათრობელი სასმელით საცალო ვაჭრობა აბსოლუტურად ახალ დონეზე ავიდა.
სწორედ ამიტომ დარწმუნებულნი იყავით, რომ ჩვენთან შეკვეთილი ყველა აღჭურვილობა დამზადებულია უმაღლესი ევროპული ხარისხის სტანდარტების გათვალისწინებით და აქვს მწარმოებლის გარანტია. იმის წყალობით, რომ ჩვენ უშუალოდ ვთანამშრომლობთ კომპანია Pegas-სთან, გთავაზობთ საუკეთესო ფასებს ლუდის ჩამოსხმის აღჭურვილობებზე, ყოველგვარი ფარული დამატებული გადასახადების გარეშე.
ლუდის ონკანის მოქმედების პრინციპი
ქაფის ჩამოხშობი ონკანის წყალობით, სრულად არის გამორიცხული მათრობელი სასმელის ჰაერთან კონტაქტი, რაც უზრუნველყოფს ლუდში СО2-ის სტაბილურ დონეს. Pegas უქფო ჩამოსხმის მოწყობილობა ფუნქციონირებს უკუწნევის შექმნის პრინციპით. დასაწყისშივე, ბოთლი, რომელშიც მოხდება ლუდის ჩასხმა, ივსება ნახშირორჟანგით. ამასთან, ბოთლში წნევა შენარჩუნებულია კასრში არსებული წნევის დონეზე.
შექმნილი წნევა არ იძლევა სასმელში ქაფის ბუშტების წარმოქმნის შესაძლებლობას, ამიტომ ბოთლი ივსება ძალიან სწრაფად, რის შემდეგაც ხდება მისი ჰერმეტულად დახურვა. ჩამოსხმის ამ მეთოდის წყალობით, ლუდი ინარჩუნებს თავის ყველა თვისებას. Pegas-ის ქამის წარმოქმნის საწინააღმდეგო ონკანების გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ ლუდის ჩამოსხმისთვის, არამედ, ბურახის, სიდრის ან ტკბილი გაზიანი სასმელების ჩამოსხმისთვის. არსებობს ქაფჩამხშობი მოდელები, რომლებზეც შესაძლებელია დამონტაჟდეს ლუდის ონკანები, რაც მოგცემთ შესაძლებლობას ერთი და იგივე სახეობის ლუდი ჩამოასხათ, როგორც ბოთლებში, ასევე კათხებში.
ლუდის ონკანები, რომლებიც ახდენენ ლუდის ჩამოსხმას კათხებში, შეგვიძლია დავყოთ 4 ტიპად:
ეს არის ყველაზე გავრცელებული მოდელი. მათში, სარქველი, რომელიც ლუდის ნაკადს აჩერებს, ონკანის უკანა ნაწილში მდებარეობს. ონკანის კონსტრუქცია მისი დახურვის შემდეგ, ლუდს არ აძლევს ონკანში გაჩერების საშუალებას, მაგრამ არ გამოირიცხება იმის ალბათობა, რომ რამდენიმე წვეთი მაინც დარჩება ონკანის შიგნით და დაყოვნების პერიოდში მათში მიკროორგანიზმები დაიწყებენ განვითარებას. ამიტომ ასეთი ონკანები საჭიროებენ რეგულარულ მოვლას.
ამ მოდელებში ჩამკეტი სარქველი განლაგებულია სახელურის წინ ონკანის მაღლა. ონკანის შუა ნაწილში ჟანგბადს არ აქვს წვდომა, ამიტომ მაში ბაქტერიების განვითარება პრაქტიკულად გამორიცხულია და ლუდის გემოც უცვლელი რჩება. მოდელის ნაკლი — შიგნით შეიძლება დარჩეს ცოტა სასმელი, თუმცა ამის მიუხედავად, რეგულარულ მოვლას არ საჭიროებენ. ბაზარზე ასეთი მოდელების შოვნა ძალიან რთულია.
ეს ონკანები ქმნიან ლამაზ ქაფის «ქუდებს». მათ აქვთ განსხვავებული კონსტრუქცია. კრემისებრი გავს უკანა სარქველის მქონე ონკანს, მაგრამ მის სახელურს შეუძლია ფუნქციონირება 2 რეჟიმში. სახელურის ერთი პოზიცია უზრუნველყოფს სასმელის კათხებში ჩვეულებრივ ჩამოსხმას, ხოლო სხვა პოზიციაში ირთვება მცირე საჰაერო გაჟონვა, რომელიც უზრუნველყოფს სქელი თეთრი «ქუდის» — ქაფის წარმოქმნას. ასეთ ონკანებს ტრადიციულად იყენებენ მშრალი ორნახადი ლუდისა და ელის ზოგიერთი სახეობებისთვის. ორნახადი ლუდის ონკანები ასევე 2 რეჟიმში ფუნქციონირებენ, მაგრამ მათში დამატებით არის ხვრელებიანი ფირფიტა, რომლის წყალობითაც ქაფზე ზემოდან წარმოიქმნება ლამაზი ბუშტები.
ლუდის ნაკადის კონტროლიორით (კომპენსატორთან ერთად).
ლუდის აღჭურვილობის ექსპლოატაციის ვადა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე:
იმისათვის, რომ ლუდის ონკანებმა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ მუშა მდგომარეობა, ხოლო მათი მეშვეობით ჩამოსხმულმა ლუდმა შეინარჩუნოს თავისი ყველა გემური თვისება, აუცილებელია მათი წყლით გამორეცხვა ყოველდღიურად.
მოწყობილობა იმუშავებს სწორად და ეფექტურად, თუ თქვენ რეგულარულად განახორციელებთ ტექნიკურ და სანიტარიულ კონტროლს, ასევე მოახდენთ აპარატის სისტემატურად გამორეცხვას.
ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ლუდის ნებისმიერი მოწყობილობა, როგორც სახლის პირობებში, ასევე პროფესიონალური გამოყენებისათვის. ჩვენ გთავაზობთ მხოლოდ ხარისხიან ლუდის სისტემებს და აქსესუარებს მსოფლიოს საუკეთესო მწარმოებლებისგან. ჩვენ გთავაზობთ ყოვლისმომცველ საკონსულტაციო მხარდაჭერას და დახმარებას აღჭურვილობის შერჩევაში.